დამრიგებლის პორტფოლიო

დამრიგებლის ანგარიში

    მე და ჩემი კლასი   
უკვე მეორე წელია ერთად ვართ. კარგად გავუგეთ და გავიცანით ერთმანეთი.  კლასში 11 მოსწავლეა, ისინი ახლა იმ ასაკში არიან, როცა ადამიანები თვითდამკვიდრებასა და  საკუთარი პიროვნული ღირსებების გამოვლინებას  ცდილობენ, მწვავედ განიცდიან  შენიშვნებს და უხარიათ შექება- წახალისება.ვცდილობ მაქსიმალურად ლოიალური ვიყო  მათ მიმარტ და პრობლემურ სითუაციებში მათთან ერთად  გამომენახა  გამოსავალი ან დავხმარებოდი თავად მიეგნოთ მათ.
     ძალიან უყვართ  ექსკურსიები, ლაშქრობები, ერთად შეკრება და გართობა. ვცდილობდი ყველანაირ სიტუაციაში  მათთან ერთად ვყოფილიყავი, დავხმარებოდი ,რჩევა მიმეცა და მხარში ამოვდგომოდი მათ...
     მაქსიმალურად ვფლობ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დისციპლინის შესახებ. შევქმენი თითოეული  მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი...
   შევადგინე კითხვარები,როგორც მოსწავლეების ასევე მათი მშობლებისათვის და ინფორმაციების მიწოდების მიხედვით გავაკეთე ანალიზი და თითოეული მოსწავლის დახასიათება. ყოველდღიურად ვადევნებდი თვალყურს მოსწავლეთა დასწრებას, თუ მოსწავლე არ იყო შესაბამისად ვარკვევდი მიზეზს.
    კლასში უმრავლესობა ცოცხალი, ცელქი მოსწავლეები არიან, ამიტომ ვზრუნავდი  ჩემი აღსაზრდელებისათვის გამომემუშავებინა კულტურული უნარ-ჩვევები და ყოფილიყვნენ უფრო ზრდილობიანები;
   მუდმივად  ვატარებდი კლასთან შეხვედრებს, დიალოგებს,  კლასის საათებს დაგეგმილ თემებზე. ასევე ინდივიდუალურ  საუბრებს, როგორც მოსწავლეებთან ,ასევე  მშობლებთანაც. ვთანამშრომლობდი მასწავლებლებთან ,რომლებიც შედიოდნენ ამ კლასში და ვიღებდი ინფორმაციებს მოსწავლეთა , როგორც დისციპლინური,ასევე აკადემიური ჩამორჩენისა და სიზარმაცის შესახებაც. ამ ინფორმაციებს ინდივიდუალურად ვაცნობდი მშობლებს...
    შევქმენით  ერთობლივად  კლასის  აქტივი,  რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ,  როგორც კლასის ასევე სკოლის ღირსების დაცვასა და ღირებულებების დაცვაზე. ამ მიზნით ისინი მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სასკოლო, ასევე სკოლისგარეთ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. ხშირად გამარჯვებებით ბრუნდებოდნენ, რაც სტიმულს მაძლევდა მეც და მათაც მომავალი მუშაობისათვის.

   ვფიქრობ ჩემი მცირე წვლილი შევიტანე ჩემს სადამრიგებლო კლასში მუშაობით, როგორც დემოკრატიული  ღირებულებების ,სამოქალაქო ცნობიერებისა და საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გააზრებაში...




პირველი სემესტრის ანგარიში
VIIკლასში ირიცხება 18 მოსწავლე. ისინი  სკოლაში გამოირჩევიან სიცელქით, თუმცა სექტემბრიდან დღემდე ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, მოსწავლეები მთელი სემესტრის განმავლობაში აქტიუტრად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროექტებსა და კონკურსებში. კლასის უმრავლესობა საქმისადმი აქტიური დამოკიდებულებით, ორგანიზებულობითა და  პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ბავშვებს კარგი  ურთიერთობა აქვთ მასწავლებლებთან , ერთმანეთთან, თანამშრომლობენ სხვა კლასის მოსწავლეებთან ( განსაკუთრებით პარალელური კლასის მოსწავლეებთან). მოსწავლეთა დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული კლასგარეშე წრეებში. ხშირად იღებენ მონაწილეობას როგორც სასკოლო, ასევე საქალაქო ღონისძიებებში, კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.
 არ შემიძლია ყურადღების მიღმა დავტოვო წარმატებული მოსწავლეები. კლასში 3 ათოსანია. მეოთხე კი ძალიან მონდომებული და ბეჯითი მოსწავლეა, 2 ცხრიანი ჰყავს და იმედია, მეორე სემესტრში უკეთეს შედეგზე გავა.  
 VII  კლასის მოსწავლეებიგამოირჩევიან  ასევე პიროვნული თვისებებით, უყვართ ერთმანეთი, პატივს სცემენ უფროსებს: მშობლებს, მასწავლებლებს. რასაც ვერ ვიტყოდით გასულ სასწავლო წელს. ისე როგორც ყველა კლასში, აქაც არიან დაბალი და საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მთავარი არ არის  ცოდნა, წელს პრიორიტეტად მივიჩნიეთ კლასში ურთიერთობების გაუმჯობესება და კულტურის ამაღლება,ზნეობრივი პრინციპების ჩამოყალიბება, ვფიქრობ, ამ მხრივ მიზანს ნაწილობრივ მივაღწიეთ ყოველდღიური საუბრებით, მშბელთა და მასწავლებელთა ჩართულობით, სადამრიგებლო საათზე განხილული საკითხებით.
 მოსწავლეებს ჰყავთ  ყურადღებიანი და აქტიური მშობლები, რაც მშობეთა კრების ოქმებშიც აისახება. ისინი თანამშრომლობენ სკოლასთან. სერიოზულად ეკიდებიან თავიანთი შვილების დისციპლინასა და ცოდნის დონის ამაღლებას.
მე, როგორც კლასის ხელმძღვანელი, ვგრძნობ ყურადღებას, პატივისცემას, თანადგომასა და  
სიყვარულს  როგორც ბავშვებისაგან, ასევე მშობლებისგან.
კმაყოფილი არ ვარ 2013-2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგებით, მაგრამ წინ   კიდევ დიდი დროა. იმედია მათი ცოდნისა და კულტურის დონე კიდევ უფროამაღლდება. იმედია, გაამართლებენ ჩემს მოლოდინს. მიხარია, რომ  სულ რაღაც 3 თვეში მოსწავლეებს შეეტყოთ წინსვლა სწავლასა და ყოფაქცევაში.  ყველას ვუსურვებ წარმატებას.

კლასისი ხელმძღვანელი ნანა ლომიძე


Комментариев нет:

Отправить комментарий