დამრიგებლის პორტფოლიო

მოსწავლეთა დისციპლინური ზომები







   სიტყვიერი გაფრთხილება - დირექტორის მიერ მოსწავლისათვის ზეპირი მითითება სკოლის შინაგანაწესის დარღვევის თაობაზე მოსწავლის პირად საქმეში არ აისახება.

  განმეორების შემთხვევაში დირექტორი, მასწავლებელს წარდგინებით აძლევს წერილობით საყვედურს, მასში განმარტებულია ჩადენილი ქმედების არსი. წერილო -ბით საყვედურს ადასტურებს მშობელი.

  სკოლის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება - სკოლის ტერიტორიის დალაგება.

  მოსწავლის დათხოვნა საგაკვეთილო პროცესიდან - მოსწავლის ქცევის კოდექსის უხეში ან სისტემატიური დარღვევისათვის,  წერილობით ეცნობება მშობელს. დირექტორის გადაწყვეტილებით მოსწავლეს დაითხოვენ 5 დღის ვადით, ხოლო დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით  5-10 დღის ვადით.

 გაკვეთილიდან გაძევება - მასწავლებელი უფლებამოსილია დაითხოვოს მოსწავლე გაკვეთილიდან და აღნიშნულის თაობაზე  დაუყოვნებლივ აცნობოს დირექტორს. დირექტორი წერილობით აცნობებს მშობელს. განმეორების შემთხვევაში  მასწავლებები წერილობით მიმართავს დირექტორს და სთხოვს სხვა დისციპლინური ზომის გამოყენებას.

  მოსწავლის  გარიცხვა - როცა  ყველა  სხვა  დანარჩენი  დისციპლინური  ზომების გამოყენების  მიუხედავად,  მიზნის  მიღწევა  შეუძლებელია.

  სპეციალიზებული  პროფილის  სკოლაში  გადაყვანა - სისტემატიური  ქცევითი პრობლემების  გამოვლენის  შემთხვევაში,  სკოლის  დირექტორი  უფლებამოსილია მიმართოს  განათლების  სამინისტროს.  ამის  შემდეგ  მოსწავლე  გადაჰყავთ სპეციალიზებული  პროფილის  სკოლაში  მოთხოვნის  საფუძველზე.






Комментариев нет:

Отправить комментарий